الجمعة، 12 ديسمبر 2014

ყოფილი მედავითნე ტაძრიდან ფლეიბოიმდე (VIDEO)


ყოფილი მედავითნე, რომელიც „ფლეიბოსთვის“ შიშვლდება- „ვაბარებ აღსარებას, ახლაც ვარ მრევლი...(VIDEO)


 ყოფილი მედავითნე ტაძრიდან ფლეიბოიმდე (VIDEO)
„ფლეიბოის” მოდელად ქცეული მედავითნის, თამუნა ვაშალომიძის დედას შვილის ტელეეთერში გამოჩნენაზე საშინელი რეაქცია ჰქონდა.

„ნიუპოსტთან“ საუბარში მარიამ ესიტაშვილი შვილს არჩეული ცხოვრების გამო აკრიტიკებს და მას შეურაცხადს უწოდებს.

მისი თქმით, ეკლესიასთან ურთიერთობა თამუნა ვარშალომიძემ პიარისთვის გამოიყენა და სინამდვილეში მას მამაოც კი არ ჰყავს.

„ვიცოდი, რომ შეურაცხადი იყო, მაგრამ ამდენს თუ გაბედავდა არ ვიცოდი. როდესაც „იმედის კვირაში“ დავინახე, საშინელი რეაქცია მქონდა. მე თამუნასთან სამი წელია ურთიერთობა არ მქონია. ურთიერთობის გაწყვეტა თავად გადაწყვიტა. თქვა, რომ თავისუფლება უნდოდა. როგორც თვითონ მოისურვებს, ისე უნდა, რომ იცხოვროს. რაც შეეხება, ეკლესასთან მის დამოკიდებულებას - იტყუება. როდესაც პატარა იყო, მე ის მივიყვანე მამაოსთან, ვთხოვე, რომ მიეხედა, მონასტერშიც მყავდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მამაოც არ ჰყავს. ეს ყველაფერი პიარისთვის გააკეთა ან იმიტომ, რომ მომსპოს. ერთადერთი ვინც მაგის ტყუილებს ვიგებდი ვიყავი მე და გამიმეტა ამ ყველაფრისთვის. მას შემდეგ, რაც სიუჟეტი გავიდა არ გვისაუბრია. ჩემს ტელეფონს არ აიღებს. დაბლოკილი ვყავარ „ფეისბუქზეც“ და „ოდნოკლასნიკებზეც““, - აცხადებს თამუნა ვაშალომიძის დედა.

რაც შეეხება „ფლეიბოის“ მოდელის ბიოლოგიურ მამას, მარიამ ესიტაშვილი მის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ამბობს, რომ თამუნა სწორედ მას ჰგავს.

„ბატონი კაკო მისი ბიოლოგიური მამა არ არის. კაკო ძალიან კარგი მამა იყო, მან მისცა გვარი. რაც შეეხება ბიოლოგიურ მამას, ის თამუნასავით არანორმალური იყო. არანორმალურია ის, რაც თამუნამ გაკეთა, ის რაც ჩემს და კაკოს თავს ხდება. ძალიან განვიცადეთ ეს ამბავი ჩვენც და თამუნას ბიოლოგიურმა ძმამაც, შაკომაც. თვითონ არავინ არ სჭირდება, არავიზე არ ფიქრობს, რადგან გაფუჭებული გოგოა. ეკლესია შეურაცხყო, შეიძლება ასეთი მოქცევა? „, - აცხადებს მარიამ ესიტაშილი ,,ნიუპოსტთან" კომენტარში.

,,ნიუპოსტი" კაკო ვაშალომიძესაც ესაუბრა. როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, ის ტელეკომპანია ,,იმედზე" ძალიან ნაწყენია. ,,კარგად მიცნობენ იმედის კვირის წამყვანები და დაერეკათ მაინც და ეკითხათ. ოჯახი მყავს და ასე არ შეიძლება. მე ამ გოგოსთან არაფერი საერთო არ მაქვს და არც მქონია" - განაცხადა კაკო ვაშალომიძემ.

0 التعليقات:

إضغط هنا لإضافة تعليق

إرسال تعليق

Blogger Widgets

Twitter Delicious Facebook Digg Stumbleupon Favorites More